სადაზღვევო

 

იურიდიული კომპანია „CARDINAL“ სერვისი გულისხმობს ჩვენი კლიენტების მომსახურებას სადაზღვევო სამართლის მიმართულებით, რაც ძირითადად მოიცავს ქონებისა და პასუხისმგებლობის დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივ მხარდაჭერას, სადაზღვევო სტრატეგიის სწორად შერჩევასა და სადაზღვევო პროდუქტების შეძენასთან დაკავშირებული რისკების შეფასებასა და სამართლებრივ ანალიზს.

ჩვენი იურისტების მომსახურება რა თქმა უნდა არ შემოიფარგლება ქონსალთრინგით და ისინი დაგეხმარებიან სადაზღვევო კომპანიასთან ნებისმიერ საკითხზე წარმოშობილი უთანხმოების სწრაფად და ეფექტურად მოგვარებაში.

ჩვენი იურისტთა გუნდის მიერ კომპანიის მომსახურება მოიცავს დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლობას, კომპანიის სხვადასხვა ორგანოთა ინტერესების დაცვას, კორპორაციული მართვის სტრუქტურის, გახსნილობის ვალდებულებისა და სამეწარმეო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს.

მომსახურება აგრეთვე მოიცავს კლიენტის ინტერესების დაცვას სხვადასხვა სამთავრობო, კერძო თუ თვითრეგულირებად ორგანოებში მიმდინარე სამართლებრივი პროცედურების დროს.