CRIMINAL LAW

ჩვენი კომპანია კლიენტებს ემსახურება საერთო სპეციალიზაციის, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატების მეშვეობით, რაც განაპირობებს კლიენტისთვის ნებისმიერი კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაულზე კვალიფიციური იურიდიული მომსახურების გაწევას, კერძოდ:

 

კლიენტის ინტერესების/უფლებების დაცვა სამივე ინსტანციის  სასამართლოში (საქალაქო/რაიონული სასამართლო, სააპელაციო სასამართლო და საქართველოს უზენაესი/საკასაციო სასამართლო)

უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

კლიენტისთვის სრული კონსულტაციის გაწევას, როგორც მისი სამართლებრივი მდგომარეობის და კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების, ისე მასთან დაკავშირებული შესაძლო სამომავლო პროცედურების თაობაზე.

სამართალდამცავ ორგანოებთან მხარეთა ინტერესების და უფლებების დაცვა ნებისმიერ სტადიაზე და ა.შ

ჩვენი იურისტთა გუნდის მიერ კომპანიის მომსახურება მოიცავს დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლობას, კომპანიის სხვადასხვა ორგანოთა ინტერესების დაცვას, კორპორაციული მართვის სტრუქტურის, გახსნილობის ვალდებულებისა და სამეწარმეო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს.

მომსახურება აგრეთვე მოიცავს კლიენტის ინტერესების დაცვას სხვადასხვა სამთავრობო, კერძო თუ თვითრეგულირებად ორგანოებში მიმდინარე სამართლებრივი პროცედურების დროს.