საგადასახადო სამართალი


ჩვენი გუნდი გთავაზობთ საქართველოს საგადასახადო სამართალთან დაკავშირებულ იურიდიულ მომსახურებას. მომსახურება მოიცავს საგადასახადო მარეგულირებელი კანონმდებლობის, ეროვნული ბანკის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილ სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებულ კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში მომსახურეობის გაწევას.

ჩვენი გამოცდილი გუნდი დახმარებას გაგიწევთ საგადასახადო სამართალთან დაკავშირებულ კომპლექსურ საკითხებზე, მათ შორის:

– ზოგად იურიდიულ და ფინანსურ კონსულტაციებს საგადასახადო სამართლის სფეროში;

– კლიენტის სახელით საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას;

– საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე, საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული ბრძანებების ან გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანოებში და სასამართლოში;

– საგადასახადო მოთხოვნებთან (გადასახადის ან/და საურავის დარიცხვა, ჯარიმის დაკისრება) დაკავშირებულ დავებზე წარმომადგენლობა და გადასახადის გადამხდელის კანონიერი ინტერესების დაცვას;

–  ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოებას და წარმომადგენლობას შესაბამის ორგანოებთან;

– ზედმეტად დარიცხული/გადახდილი თანხების დაბრუნების მიზნით საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას.

ჩვენი იურისტთა გუნდის მიერ კომპანიის მომსახურება მოიცავს დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლობას, კომპანიის სხვადასხვა ორგანოთა ინტერესების დაცვას, კორპორაციული მართვის სტრუქტურის, გახსნილობის ვალდებულებისა და სამეწარმეო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს.

მომსახურება აგრეთვე მოიცავს კლიენტის ინტერესების დაცვას სხვადასხვა სამთავრობო, კერძო თუ თვითრეგულირებად ორგანოებში მიმდინარე სამართლებრივი პროცედურების დროს.