საკორპორაციო სამართალი

იურიდიული კომპანია „კარდინალის“ იურისტთა გუნდი  უზრუნველყოფს სრულ კორპორაციულ სამართლებრივ მომსახურებას, რომელიც მოიცავს კომპანიათა საქმიანობის  მარეგულირებელი კანონმდებლობის მნიშვნელოვან და ფუნქციონირებისთვის საჭირო საკითხებს, მათ შორის კორპორაციულ ურთიერთობებში წარმომადგენლობას, კორპორაციულ სტრუქტურირებას, კორპორაციული რეგისტრაციებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფას, საკონტროლო პაკეტის ყიდვა-გაყიდვას, წილის გასხვისებას, დაგირავებას, კომპანიის დაუფლებას, შერწყმას, გამიჯვნას და გაერთიანებას. კორპორაციული სამართლის მიმართულებით ჩვენ აგრეთვე ვუზრუნველყოფთ საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიათა რესტრუქტურიზაციასა და რეორგანიზაციას.

ჩვენი იურისტთა გუნდის მიერ კომპანიის მომსახურება მოიცავს დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლობას, კომპანიის სხვადასხვა ორგანოთა ინტერესების დაცვას, კორპორაციული მართვის სტრუქტურის, გახსნილობის ვალდებულებისა და სამეწარმეო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს.

მომსახურება აგრეთვე მოიცავს კლიენტის ინტერესების დაცვას სხვადასხვა სამთავრობო, კერძო თუ თვითრეგულირებად ორგანოებში მიმდინარე სამართლებრივი პროცედურების დროს.