აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებით, იურიდიული კომპანია „კარდინალი“ მომსახურების სპექტრი მოიცავს, როგორც კომერციული ბანკების სამართლებრივი მხარდაჭერის გამოცდილებას, ასევე ბანკების კორპორატიული კლიენტების დახმარებას საბანკო პროდუქტების (სესხი, საბანკო გარანტია და ა.შ.) შეძენისას და კომერციულ ბანკებთან წარმოშობილი ნებისმიერი სახის სადავო საკითხის გადაწყვეტისას.

 

ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ:

 

საბანკო სამართლის საკითხებთან დაკავშირებულ იურიდიულ კონსულტაციებს;

საკრედიტო ხელშეკრულებების, საბანკო გარანტიების, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებების და სხვა მსგავსი დოკუმენტაციის მაღალკვალიფიციურ დონეზე მომზადებას;

საბანკო და სხვა საფინანსო ინსტიტუტების სამართლებრივი შემოწმების ჩატარებასა და შესაბამისი შეფასებების/დასკვნების მომზადებას;

კლიენტის სახელით მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობას;

ჩვენი იურისტთა გუნდის მიერ კომპანიის მომსახურება მოიცავს დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლობას, კომპანიის სხვადასხვა ორგანოთა ინტერესების დაცვას, კორპორაციული მართვის სტრუქტურის, გახსნილობის ვალდებულებისა და სამეწარმეო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს.

მომსახურება აგრეთვე მოიცავს კლიენტის ინტერესების დაცვას სხვადასხვა სამთავრობო, კერძო თუ თვითრეგულირებად ორგანოებში მიმდინარე სამართლებრივი პროცედურების დროს.