შრომის სამართალი

 

შრომის სამართალი არის კერძო სამართლის სპეციალური დარგი, რომლის რეგულირების სფეროა დამსაქმებლისა და დასაქმებულს შორის არსებული ურთიერთობები. შრომითი ურთიერთობების ძირითადი მარეგულირებელი აქტია “საქართველოს შრომის კოდექსი”. საკითხები, რომელიც შრომის კოდექსით არ რეგულირდება, უნდა დარეგულირდეს შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით.

ჩვენი იურისტთა გუნდი გთავაზობთ სრულ მომსახურებას შრომის სამართლის მიმართულებით, კერძოდ:

  • შრომითი ხელშეკრულების (მათ შორის კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების) მომზადებას.
  • შრომითი პოლიტიკების, კონფიდენციალობისა და  კონკურენციის აკრძალვის ხელშეკრულებების მომზადებას.
  • ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შემუშავებას.
  • შრომის შინაგანაწესისა და სხვადასხვა ინსტრუქციების მომზადებას.
  • შრომითი ურთიერთობების წარმოშობასთან, შეცვლასთან, შეჩერებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული სამართლებრივ დახმარებას.
  • დამსაქმებლის ან დასაქმებულის კანონიერი ინტერესების დაცვას.
  • ზეპირი და წერილობითი კონსულტაციები შრომითი ურთიერთობების სხვადასხვა   საკითხებზე (წლიური შვებულება, ბიულეტენი, გათავისუფლების   ანაზღაურება და სხვ).
  • წარმომადგენლობას და კონსულტაციას სასამართლო დავებში (მათ შორის არბიტრაჟში) შრომითი   ურთიერთობების თემაზე.
  • შრომითი ხელშეკრულების ან/და შრომის პირობების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზრაურების უზრუნველყოფას.

ჩვენი იურისტთა გუნდის მიერ კომპანიის მომსახურება მოიცავს დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლობას, კომპანიის სხვადასხვა ორგანოთა ინტერესების დაცვას, კორპორაციული მართვის სტრუქტურის, გახსნილობის ვალდებულებისა და სამეწარმეო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს.

მომსახურება აგრეთვე მოიცავს კლიენტის ინტერესების დაცვას სხვადასხვა სამთავრობო, კერძო თუ თვითრეგულირებად ორგანოებში მიმდინარე სამართლებრივი პროცედურების დროს.